вторник, 6 июня 2023 г.

პროექტის შეჯამება

✅📖დღეს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტის " გავუფრთხილდეთ ბუნებას" შეჯამება მოხდა. ( პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ირა გიორგაძე). ✅📖 პროექტის ღირებულება 3506 ლარს შეადგენს. ✅📖პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მიმართულებით, თანამშრომლობითი უნარის განვითარება, სასკოლო თემის ჩართულობა და სკოლის ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა დეკორატიული მცენარეები: ნაძვი, ჭანჭყატი და ტოიო, ასევე სხვადასხვა სამეურნეო და საკანცელარიო რესურსი, რომელიც სკოლას მოხმარდება.✅📖 პროექტის ხანგრძლივობა ექვს თვეს შეადგენს, თუმცა ის კვლავ გაგრძელდება. მცენარეებზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობას მთლიანად სასკოლო თემი განახორციელებს. ✅📖პროექტში ჩართულ ყველა აქტიურ მონაწილე მოსწავლეს სკოლის დირექტორმა ირა გიორგაძემ მადლობის სიგელი გადასცა. ასევე მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ პედაგოგებს: თამილა ჩიტაძეს, ციალა სარიშვილს, ნანა კუსიანს, ქეთევან გოგილაშვილს, ქეთევან ხითარიშვილს, მარინა გოზალიშვილს.

четверг, 4 мая 2023 г.

ნარგავების დარგვა

სკოლაში ხორციელდება პროექტი" გავუფრთხილდეთ ბუნებას". სხვადასხვა აქტივობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლის გამწვანების აქცია. სკოლამ შეიძინა დეკორატიული მცენარეები, რომლის დარგვაშიც მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა.

суббота, 22 апреля 2023 г.

დედამიწის დღის აღნიშვნა ჩვენ სკოლაში -22 აპრილი

სკოლაში მოვაწყეთ დასუფთავების აქცია, მოვხატეთ ეზო, დავრგეთ მცენარეები, ვნახეთ ანიმაციური ფილმი და ვისაუბრეთ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას და დავიცვათ დედამიწა.

პროექტის შეჯამება

✅📖დღეს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტის ...