вторник, 6 июня 2023 г.
პროექტის შეჯამება
✅📖დღეს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტის " გავუფრთხილდეთ ბუნებას" შეჯამება მოხდა. ( პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი ირა გიორგაძე).
✅📖 პროექტის ღირებულება 3506 ლარს შეადგენს.
✅📖პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მიმართულებით, თანამშრომლობითი უნარის განვითარება, სასკოლო თემის ჩართულობა და სკოლის ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა დეკორატიული მცენარეები: ნაძვი, ჭანჭყატი და ტოიო, ასევე სხვადასხვა სამეურნეო და საკანცელარიო რესურსი, რომელიც სკოლას მოხმარდება.✅📖 პროექტის ხანგრძლივობა ექვს თვეს შეადგენს, თუმცა ის კვლავ გაგრძელდება. მცენარეებზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობას მთლიანად სასკოლო თემი განახორციელებს. ✅📖პროექტში ჩართულ ყველა აქტიურ მონაწილე მოსწავლეს სკოლის დირექტორმა ირა გიორგაძემ მადლობის სიგელი გადასცა. ასევე მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ პედაგოგებს: თამილა ჩიტაძეს, ციალა სარიშვილს, ნანა კუსიანს, ქეთევან გოგილაშვილს, ქეთევან ხითარიშვილს, მარინა გოზალიშვილს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
პროექტის შეჯამება
✅📖დღეს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტის ...
-
✅📖დღეს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტის ...











Комментариев нет:
Отправить комментарий