понедельник, 20 февраля 2023 г.

პროექტი- გავუფრთხილდეთ ბუნებას!

პროექტი სასკოლო აქტივობების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მისი ავტორია სსიპ ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირა გიორგაძე. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებულია და მისი ბიუჯეტი შეადგენს 3489,60 ლარს. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ . მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდებათ ტრენინგი. პროექტში ჩაერთვებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. ისინი მიიღებენ მონაწილეობას გარემოს დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში, გამართავენ კონფერენციას სკოლაში ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებისა და მათი ეკონომიურად ხარჯვის შესახებ, იმსჯელებენ გლობალური დათმობისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ. აღნიშნული თემის გარშემო მოსწავლეები ნახავენ ფილმს, მოაწყობენ დისკუსიას მის გარშემო. იფიქრებენ ასევე და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გადამუშავდეს და მეორე სიცოცხლე შესძინონ ბუნებრივ ნარჩენებს. მოსწავლეები შექმნიან ბლოგს და მასზე განათავსებენ განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას, ასევე ფოტო და ვიდეო მასალას, გადაიღებენ ვიდეო-რგოლს ადგილობრივი გარემოსა და ნაგავსაყრელების შესახებ, რომელსაც გაავრცელებენ თემში სოციალური ქსელის მეშვეობით. ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ის რომ შეიქმნება მოსწავლეებისგან გუნდი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს სკოლასა და თემში არსებულ ხარვეზებს, რათა მიიტანონ შემდეგ თემის ხელმძღვანელებთან ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ასევე დემოკრატიული კომპეტენციების ჩარჩოს პრინციპების განხორციელებას. პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვის შესახებ, სკოლის ეზოსა და შიდა სივრცის გამწვანების ხელშეწყობა. პროექტის ამოცანები: მოსწავლეთა დატრენინგება გარემოს დაცვის შესახებ ფილმის ყურება და დისკუსია ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ https://www.youtube.com/watch?v=9E5U6742gJw მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაციის გაცნობა IDFI - მდგრადი განვითარების მიზნები - YouTube ბუკლეტების დამზადება და თემში გავრცელება გარემოს დაცვის შესახებ ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებისა და ნარჩენების მართვის შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია ბლოგის შექმნა და განხორციელებული აქტივობების ასახვა. მწვანე კუთხის მოწყობა სკოლაში. დასუფთავებისა აქცია სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდეორგოლის ჩაწერა და გავრცელება თემში სკოლის ეზოს გამწვანება და მწვანე კუთხის მოწყობა, ნარგავების დარგვა

Комментариев нет:

Отправить комментарий

პროექტის შეჯამება

✅📖დღეს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტის ...